ფეხბურთი

10:24 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრიმ "მონრეალი" ოჯახური მიზეზების გამო დატოვა

ტიერი ანრიმ ამერიკული MLS-ის ბინადარ „მონრეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია კანადური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„კლუბი ადასტურებს, რომ ტიერი ანრიმ დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოჯახური მიზეზების გამო“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ტიერი ანრი „მონრეალში“ 2019 წლის 14 ნოემბრიდან მუშაობდა და 2020 წელს გუნდი პლეი-ოფში გაიყვანა, რაც ბოლო 4 წელიწადში კანადელთა შემთხვევაში პირველად მოხდა.

მანამდე ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი „მონაკოს“ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრამდე წვრთნიდა და ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის ასისტენტი იყო.

0.141344