ფეხბურთი

11:30 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტანკოვიჩი: "გამოუცდელი მწვრთნელი არ ვარ, ფეხბურთს ვთამაშობდი და არა კრიკეტს"

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში „ცრვენა ზვეზდა“ ძალიან ახლოს იყო „მილანის“ დამარცხებასთან. სერბები ასპარეზობას შინ გაშვებული მეტი გოლით გამოეთიშნენ (2:2, 1:1). აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩის მეორე ტაიმის შუაში ბელგრადელებს ფეხბურთელები გაუძევეს. მილანში „ცრვენა ზვეზდამ“ მეტოქე ცალსახად დაჯაბნა და მომენტები რომ გამოეყენებინა, მოიგებდა.

მატჩის შემდეგ „ცრვენა ზვეზდას“ ახალბედა მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანკოვიჩმა კომენტარი გააკეთა. ის 1998-2013 წლებში იტალიაში თამაშობდა და ადგილობრი მედიასთან გულწრფელად ისაუბრა.

„მომდევნო ეტაპზე გასვლა შესაძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მეორე თამაშში ჯამში ერთი საათი კაცნაკლულები ვიყავით. თუმცა ტირილს არ ვაპირებ, იმ კუთხურისთვისაც კი, რომელიც ბოლოს მსაჯმა არ ჩაგვაწოდებინა. არ მინდა პოლემიკა, თუნდაც ვფიქრობდე, რომ კუთხური უნდა ჩაგვეწოდებინა.

ამბობენ, კარიერა ახლახან დავიწყე, მაგრამ გამოცდილება მაქვს, რადგან ფეხბურთს ვთამაშობდი და არა კრიკეტს. ვამაყობ ჩვენი საქმით, ჩემი ბიჭები კარგები და თამამები იყვნენ, საკუთარი შესაძლებლობების სჯეროდათ“, - თქვა სტანკოვიჩმა.

დეიან სტანკოვიჩმა სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს დაიწყო და პირველივე სეზონში „ცრვენა ზვეზდას“ სერბეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა. მიმდინარე სეზონი კი სამწვრთნელო კარიერაში მეორეა.

0.1141