სხვა

13:55 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი საქართველოს სახელით იასპარეზებენ

ქართველ მოციგურავეთა გუნდს ახალი სპორტული წყვილი, ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი შეემატა, რომლებიც აქამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდნენ.

წყვილმა რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე დასაშვებად, საერთაშორისო საციგურაო კავშირის მიერ დადგენილი მინიმალური ტექნიკური ქულა აიღო როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში.

მათ ასევე წყვილში ერთობლივად გამოსვლის არც თუ ისე დიდი გამოცდილებისა და სერიოზული გამოწვევები მიუხედავად, საკმაოდ მაღალი ჯამური ქულით მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებისა და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე საგზურისათვის ბრძოლის უფლება.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც მნიშვნელოვანი ტურნირია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზიების მოპოვებისათვის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118693