ფეხბურთი

22:10 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგი "ბაიერნთან" მატჩის წინ: "გუნდები სუსტი მხარეების გარეშე არ არსებობენ"

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდები სუსტი მხარეების გარეშე არ არსებობენ.

„ხვალინდელი მატჩი იქნება ჩვენი ხუთწლიანი მუშაობის კულმინაცია. ჩვენ ამ ფანტასტიკურ გუნდთან ვმუშაობდით და უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს უშედეგო არ ყოფილა. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვითამაშოთ, ვისიამოვნოთ თამაშით და შედეგს მივაღწიოთ.

რა თქმა უნდა, სუსტი წერტილების გარეშე გუნდები არ არსებობენ, თუმცა „ბაიერნის“ ნაკლოვანებებს არ ვეძებთ, ჩვენი გუნდის ძლიერ მხარეებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. ამ დროის განმავლობაში საკმარისი მნიშვნელოვანი მატჩები გვქონდა და ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ რომის „ლაციო“ მიუნხენის „ბაიერნს“ 23 თებერვალს უმასპინძლებს, მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.125171