ავსტრალიის ღია პირველობა ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში რუს დანილ მედვედევს შანსი არ დაუტოვა და ძალიან ადვილად, სამ სეტში აჯობა.
შეხვედრა საათსა და 54 წუთს გაგრძელდა. „ნოლემ“ მეტოქეს 7:5, 6:2, 6:2 აჯობა და კარიერაში მე-18-ედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი. ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ მედვედევს თამაშში დარჩენის ან მისი გადარჩენის ერთხელაც არ ჰქონია.
ჯოკოვიჩმა 3 ეისი შეასრულა და ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო რუსმა 6 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა მიითვალა. აქვე გეტყვით, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეცხრედ მოიგო.
ნოვაკ ჯოკოვიჩი - დანილ მედვედევი 3:0 (7:5, 6:2, 6:2)