ფეხბურთი

23:52 | 20.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფირმინოს საიუბილეო

25-ე ტურის მატჩი „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის (0:2), მე-200 აღმოჩნდა პრემიერლიგაში „წითლების“ თავდამსხმელისთვის, რობერტო ფირმინოსთვის.

პორტალ Opta Sport-ის ოფიციალური ტვიტერის ცნობით, 29 წლის ფირმინო მხოლოდ მეხუთე ბრაზილიელია, ვისაც პრემიერლიგაში ამ ნიშნულისთვის მიუღწევია.

მამანდე პრემიერლიგაში 200 და მეტი შეხვედრა ოთხ ბრაზილიელ ფეხბურთელს ჩაუტარებია: ვილიანს (252), ლუკას ლეივას (247), ფერნანდინიოსა (235) და დავიდ ლუისს (207).

0.110285