ფეხბურთი

15:47 | 20.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: "ბარსელონა" "მანჩესტერის" შთამბეჭდავ წინადადებას არ დათანხმდა"

ესპანური ავტორიტეტული გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელის - ანსუ ფატის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურდა და მის სანაცვლოდ შთამბეჭდავი თანხაც ჰქონდა გამოყოფილი, თუმცა, ესპანური კლუბისგან უარი მიიღო.

„წითელი ეშმაკები“ მზად იყვნენ ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელების პოზიცია ცალსახა იყო - ფეხბურთელი გუნდში რჩება.

ახალ სეზონში ფატიმ მხოლოდ 10 შეხვედრის ჩატარება მოასწრო (596 წუთი). ის კატალონიურ გრანდს 5 გოლითა და 4 საგოლე პასით დაეხმარა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო. ამის მიუხედავად კლუბში ზაფხულში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობენ.

18 წლის ფეხბურთელი „ბარსას სავარაუდოდ მარტის დასაწყისში დაუბრუნდება.

0.127804