ქუთაისურ დერბიში ‘აიამ’ ‘არესი’ 46:17 დაამარცხა, ბონუსიც აიღო და „ბ“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიბევა.
‘არესმა’ ლიდერს სამი ლელო გაუტანა, მაგრამ თავად 8 მიიღო, უქულოდ დარჩა და მოწინავე სამეულში შესვლის პრაქტიკული შანსიც დაკარგა.
მატჩის დებიუტში გუნდებმა ძალისმიერი ლელოები გაცვალეს. ანგარიში ლაშა შალიკაშვილმა გახსნა და მას ბექა ვარდანიძემ უპასუხა. შესვენებამდე ნომინალურმა მასპინძლებმა კიდევ სამი ლელო მიითვალეს – შალიკაშვილმა დუბლი გაახერხა, ლაშა გოგიაშვილმა და დავით გასვიანმა კი თითო ლელო გაიტანეს – 26:7.
მეორე ტაიმში ზურა ძნელაძისა, იაგო ხაბულიანისა და იური კენჭაძის ლელოებს, ნიკა ძნელაძემ და და არჩილ ღონღაძემ უპასუხეს, ბოლო წერტილი კი საბა ხონელიძემ დასვა – 46:17.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე იაგო ხაბულიანი გახდა.