ფეხბურთი

17:25 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კორენტინ ტოლისომ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა კორენტინ ტოლისომ მძიმე ტრავმა მიიღო. ფრანგმა ფეხბურთელებმა მყესები გაიწყვიტა და მინიმუმ 3 თვე იუქმებს. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მოედანზე 6 თვე ვერ გავიდეს და ამ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონს გამოაკლდება.

ტოლისოს სერიოზული ტრავმის შესახებ ცნობა „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმც დაადასტურა. მიუნხენელებისთვის ეს სერიოზული დანაკლისია, რადგან ტომას მიულერსა და ბენჟამინ პავარს კორონავირუსი აქვთ და უახლოეს პერიოდში ისინიც ვერ ითამაშებენ.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და მეტოქე კარში 3 გოლის გატანა შეძლო.

0.123483