ფეხბურთი

15:04 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" თურქული შეკრება მარცხით დაასრულა

"დინამო ბათუმმა" თურქული შეკრება „ორდაბასთან“ მარცხით დაასრულა თურქულ შეკრებაზე „ბათუმის დინამომ“ ბოლო მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა და ყაზახურ „ორდაბასისთან“ 2:4 დამარცხდა. გია გეგუჩაძის გუნდმა საწყის 15 წუთში 3 გოლი გაუშვა და მეტოქემ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

ანგარიში მე-2 წუთზე რუბენ ბრიგიდომ გახსნა. სულ ცოტა ხანში ორწუთიან ინტერვალსი კი ჟოაო პაულომ დუბლი მიითვალა. აჭარულმა გუნდმა პირველ ტაიმში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. პირველი გოლი ვლადიმირ მამუჩაშვილმა გაიტანა, ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი ჯაბა ჯიღაურმაც შეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ეს საქართველოს ვიცე ჩემპიონი გუნდის მაქსიმუმი გამოდგა.

მეორე ნახევარში უპირატესობას კვლავ მეტოქე ფლობდა, რაც ერთ გატანილ გოლში აისახა. 85-ე წუთზე მაი მიჰლანგუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ბათუმის დინამომ“ 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 1 მოიგო, ორჯერ ფრე ითამაშა და ორჯერაც დამარცხდა. ზღვისპირელები ახალი სეზონისთვის მზადებას საქართველოში გააგრძელებენ. „დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგაში პირველ შეხვედრას 27 თებერვალს, ქუთაისის „ტორპედოსთან“ ჩაატარებს.

"დინამო ბათუმი" - "ორდაბასი" 2:4 (2:3)

გოლები: 0:1 ბრიგიდო (2), 0:2 ჟოაო პაულო (13), 0:3 ჟოაო პაულო (15), 1:2 მამუჩაშვილი (33-პენ), 2:3 ჯიღაური (44), 2:4 მაჰლანგუ (86)

0.151888