„მილანმა“ თავის თურქ ნახევარმცველს, ჰაქან ჩალჰანოღლუს, კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, ფეხბურთელი უარს არ არის, მაგრამ მხარეები ფინანსურ პირობებზე ვერ თანხმდებიან - გვამცნობს Calciomercato. ჰაქანის „მილანთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
წყაროს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს ხანში მოთამაშის აგენტს შეხვდება. „მილანი“ ჩალჰანოღლუს ჯამაგირად წელიწადში 4 მილიონ ევროს სთავაზობს. ჰაქანს 5,5 სურს, თუმცა, შესაძლებელია 5 მილიონზეც დათანხმდეს.
კლუბს ასევე შეუძლია თავის შეთავაზებას გარკვეული ბონუსებიც დაუმატოს, თუ შუახაზელი პირობებს დათანხმდება.