ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრას, რომელიც „ბარსელონასა“ და „პარი სენ ჯერმენს“ შორის გაიმართა დიდი გამოხმაურება მოყვა. საკუთარი გუნდის გამარჯვება არც ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს გამორჩა და საკუთარ ტვიტერის გვერდზე პოსტი განათავსა.
„რა გუნდური თამაშია! ყველანი ძალიან კარგები არიან, ჩემმა ბიჭმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, პარედესი კი უბრალოდ მონსტრია“.
ნეიმარს არც ყოფილი გუნდის ფეხბურთელები გამორჩენია და მათაც მიმართა:
„ბიჭებო, გახსოვდეთ რომ სწორედ ეს თამაშია თამაში, თქვენ კი, ვერაფერს გააწყობთ“, - დაწერა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება ნეიმარმა ტრავმის გამო გამოტოვა, „ბარსასა“ და პსჟ-ს განმეორებითი შეხვედრა კი 11 მარტს, პარიზში გაიმართება.