ფეხბურთი

22:51 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "იმედია, ეს გრძელი მოგზაურობის დასაწყისი იქნება"

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ჩემპიონთა ლიგის განახლების წინ თავისი გუნდი გაამხნევა. პორტუგალიელი იმედოვნებს, რომ „პორტუსთან“ მატჩი მხოლოდ გრძელი მოგზაურობის დასაწყისი იქნება.

„ხვალ „იუვენტუსს“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ექნება ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ ეს თამაშ იქნება გრძელი მოგზაურობის დასაწყისი, რომლის ფინალში გასვლა გვსურს. მეტოქის პატივისცემა, გამარჯვების სურვილი და 100%-ით კონცენტრირება ჩვენს მიზნებზე“, - დაწერა რონალდუმ ტვიტერში.

აღსანიშნავია, რომ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ ტურინული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ცუდად თამაშობს. პირველ სეზონში „აიაქსმა“ გააგდო, გასულ სეზონში „ლიონმა“. ამ ორ სეზონში იტალიურმა კლუბმა პლეი-ოფის სტადიაზე მხოლოდ 7 გოლი გაიტანა და ყველა კრიშტიანუ რონალდუმ.

„იუვე“ „პორტუს“ 17 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო სამ კვირაში ტურინში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120931