ფეხბურთი

16:46 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის"ფეხბურთელი: "რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო კვარაცხელიაა"

ყაზანის „რუბინის“ მცველმა ილია სამოშნიკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. მას ამაში ეჭვი არ ეპარება და აღნიშნა, რომ ქართველი შემტევი არაპროგნოზირებადი მოთამაშეა.

„რა თქმა უნდა, პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩაა. როგორ ავხსნა მისი ფენომენი, როდესაც პირველივე ვარჯშზე მთელ ფლანგზე "მათრია"? საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო და ეს როგორ გააკეთა. ხვიჩა არის ძალიან სწრაფი, მკვეთრი, ბურთს სისწრაფეში ძალიან კარგად აკონტროლებს. ის მუდმივად ვითარდება და ზღვარი არ აქვს. კვარას მუდმივად სურს თამაში, ვარჯიში, ყოველთვის ბურთი სჭირდება. ძალიან რთულია მის წინააღმდეგ თამაში, რადგან არაპროგნოზირებადია. შეუძლია ბურთით ნებისმიერი რამის გააკეთება - ფეხებშუა გაგიტაროს, მოულოდნელი მოქმედება გააკეთოს, ტექნიკურად ძალიან ძლიერია. ბურთს ხშირად კარგავს? თუ გავითვალისწინებთ იმ სიტუაციას, როდესაც შარშან „როსტოვთან“ სამი მცველი მოატყუა და გოლი თითქმის გაიტანა? მაშინ მივხვდი, რომ მისი შეზღუდვა არ შეიძლება“, - სამოშნიკოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი. ხვიჩა ამჟამად თურქეთშია და სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება, კარგ ფორმაშიცაა - სპარინგებში უკვე მოასწრო 5 გოლის გატანა და ორჯერ დუბლი შეასრულა. კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114485