რაგბი

14:24 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრიგორ ქერდიყოშვილი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების მორაგბე გრიგოლ ქერდიყოშვილი კარიერას საფრანგეთში, Top 14-ის გუნდ „აჟენში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

წყაროს ცნობთ, 26 წლის ქართველმა ფრანგულ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

“ბედმიერები ვართ, რომ გრიგოლ ქერდიყოშვილი ჩვენს გუნდში გადმოვიდა და ამას ოფიციალური სახე მიეცა. ქართველი მეორეხაზელი კლუბში მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში ითამაშებს“, - წერია „აჟენის“ ტვიტერის გვერდზე.

გრიგოლს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 5 შეხვედრაში ერთი ლელო აქვს მითვლილი, მასთან ერთად კი კიდევ ერთი ქართველი მორაგბე გიორგი თეთრაშვილი ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112866