არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლეოპოლდო ლუკე გარდაიცვალა. 71 წლის სამხრეთ ამერიკელს კორონავირუსი ჰქონდა და გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.
ლუკე კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში თამაშობდა, მათ შორის, „რივერ პლეიტში“, „როსარიო სენტრალში“, „რასინგსა“ და „სანსტოსში“. არგენტინის ნაკრებში მან 1975-1981 წლებში 43 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.
ლეოპოლდო ლუკემ ყველაზე დიდ წარმატებას 1978 წელს მიაღწია, როდესაც არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.