გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტური მიუნხენში დასრულდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით „ბაიერნმა“ პირველად ითამაშა და ბილეფელდის „არმინიას“ უმასპინძლა. როგორც ჩანს, ჰანსი ფლიკის გუნდზე 4 დღის წინ მოგებულმა ტიტულმა ცუდად იმოქმედა, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე.
„ბაიერნი“ „არმინიასთან“ იოლ ქულებს ელოდა, მაგრამ ძლივს მოიპოვა და არა ქულები, არამედ ქულა. „რეკორდმაისტერისთვის“ განსაკუთრებით კოშმარული პირველი ტაიმი გამოდგა, რომელშიც ორი უპასუხა გოლი გაუშვა. მეორე ტაიმის სტარტზე 9-წუთიან ინტერვალში გუნდებმა 3 გოლი გაიტანეს, მაგრამ წინ ისევ „არმინია“ იყო - 2:3. 70-ე წუთზე ალფონსო დევისმა პირველად აღადგინა წონასწორობა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:3.
„ბაიერნმა“ ძვირფასი ორი ქულა დაკარგა, მაგრამ უახლოეს მდევარ „ლაიფციგს“ ისევ სოლიდურად უსწრებს და 5-ქულიანი უპირატესობა გააჩნია.
„ბაიერნი“ – „არმიანი“ 3:3 (0:2)
გოლები: 0:1 ვლაპი (9), 0:2 პიეპერი (37), 1:2 ლევანდოვსკი (48), 1:3 გებაუერი (49), 2:3 ტოლისო (57), 3:3 დევისი (70)