„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „სპეციასთან“ (0:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სეზონში ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა და დამსახურებულად წააგო.
„მილანმა“ ამ თამაშზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოახდინოს და ჩვენ ამას გავაკეთებთ. „სპეციამ“ საქმით მოიგო და დამსახურებულად. ჩვენ კი სეზონში ყველაზე ცუდი თამაში გვქონდა და სეზონის პირველი დამსახურებული მარცხია. გვაკლდა ხარისხი და ინტენსივობა, ამიტომ, მეტოქემა საკმაოდ სწორად ისარგებლა უპირატესობით.
ეს ყველა ჩვენგანისთვის გაკვეთილი იქნება. მთლიანობაში ჩვენთვის თამაში ადვილი არ იყო, არაფერი გამოგვივიდა, მათ შორის ჩემი გადაწყვეტილებებიც არ იყო სწორი. ცხადია, ეს „მილანისთვის“ შესაფერისი თამაში არ არის და ამის დამტკიცება მომდევნო ტურში უნდა მოვახდინოთ“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, „მილანი“ სერია A-ს 49 ქულით ლიდერობს, მაგრამ დღეს „ინტერი“ „ლაციოს“ თუ დაამარცხებს, ანტონიო კონტეს გუნდი გადაასწრებს. მომდევნო ტურში ეს გუნდები ერთმანეთს 21 თებერვალს შეხვდებიან. აქვე გეტყვით, რომ „მილანმა“ 2021 წელს 4 მარცხი განიცადა და მათ შრის, ბოლო ხუთ მატჩში მესამედ დამარცხდა.