„მანჩესტერ სიტიმ“ თავის „ეტიჰადის“ სტადიონზე, პრემიერლიგის 24-ე ტურის მთავარ მატჩში „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ეს ქალაქელების ზედიზედ მე-11 გამარჯვება გახლდათ ტურნირში.
მიჯრით მეორე მატჩში დუბლით გამოირჩა ილკაი გიუნდოგანი. ერთიც როდრიგო ერნანდესმა გაიტანა.
23 თამაშის შემდეგ „სიტიმ“ 53 ქულა მოაგროვა და დამაჯერებლად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. გვარდიოლას გუნდი 7 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „ლესტერს“ და თამაშით ნაკლები აქვს.