ფეხბურთი

17:08 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი გაძარცვეს, შემთხვევის დროს სახლში მისი შვილი იმყოფებოდა

ლივერპულის „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გაძარცვეს. ბოროტმოქმედები იტალიელი სპეციალისტის სახლში პარასკევს შევიდნენ.

როგორც ბრიტანული მედია წერს, შემთხვევის დროს სახლში ანჩელოტის შვილი, კატია იმყოფებოდა. ამ ეტაპზე უცნობია რა რაოდენობის ზარალი მიიღო გამოცდილმა სპეციალისტმა ძარცვის შედეგად.

შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტი ლივერპულის „ევერტონში“ 2019 წლიდან მუშაობს და მიმდინარე სეზონში მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116726