ფეხბურთი

15:45 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეშანდრე პატო MLS-ში ითამაშებს

ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო კარიერას ამერიკულ MLS-ში გააგრძელებს. სამხრეთ ამერიკელი ფორვარდი „ორლანდო სიტის“ შეუერთდა და გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, 1 წლის გახანგრძლივების შესაძლებლობით.

პატო ბოლოს სამშობლოში „სან პაულუს“ ღირსებას იცავდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

სხვადასხვა დროს 31 წლის ფეხბურთელს „ინტერნასიონალის“, „მილანის“, „კორინთიანსის“, „ჩელსის“, „ვილიარეალისა“ და „ტიანჯინის“ რიგებში უთამაშია, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში 27 შეხვედრაში თავი 10 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116054