„ბრუკლინ ნეტსის“ ვარსკვლავი ჯეიმს ჰარდენი „იუვენტუსის“ ქომაგია და იტალიური გრანდის ვებგვერდმა მისი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამერიკელი კალათბურთელი კონკრეტულად პაულო დიბალას მიმართავს და თქვა, რომ მისი დიდი გულშემატკივარია.
„როგორ ხარ დიბალა? მე ჯეიმს ჰარდენი ვარ. მინდა მხოლოდ მოგესალმო და გითხრა, რომ შენი დიდი ფანი ვარ. ამ სეზონში წარმატებებს გისურვებ“, - ამბობს ჰარდენი ვიდეოში.
რასაკვირველია, არგენტინელ ფეხბურთელს ამერიკელი კალათბურთელი უპასუხოდ არ დაუტოვებია და მას თავაზიანი მადლობა გადაუხადა.