საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა დინი ლივერპულის "ევერტონთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. აღნიშნული ინფორმაცია კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
ჯერჯერობით უცნობია ახალი ხელშეკრულების დეტალები, თუმცა ამის შესახებ კლუბი ინფორმაციას მომავალ კვირას გაავრცელებს. ფრანგს "ევერტონთან" ხელშეკრულება 2023 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.
დინი ინგლისელებმა 2018 წელს "ბარსელონადან" დაიმატეს. მას შემდეგ "ევერტონის" მაისურით მცველმა 94 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.