მადრიდის „რეალში“ ტრავმირებულ ფეხბურთელთა რაოდენობა გაიზარდა და ლაზარეთში მარსელომ გადაინაცვლა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა „ხეტაფესთან“ მატჩში მიიღო.
როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, მარსელოს მინიმუმ ორი კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ მისი თამაში საეჭვოა.
„რეალს“ ამჟამად ედენ აზარი, სერხიო რამოსი, ფედერიკო ვალვერდე და როდრიგო ჰყავს ტრავმირებული და ისინი „ატალანტასთან“ ნამდვილად ვერ ითამაშებენ, ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშ მარსელოს გარდა ლუკას ვასკესკის, ედერ მილიტაოს, დანი კარვახალისა და ალვარო ოდრიოსოლას თამაშის საკითხი დგას.
შეგახსენებთ, მადრიდის „რეალი“ „ატალანტას“ 24 თებერვალს, იტალიაში დაუპირისიპირდება.