ფეხბურთი

10:26 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვალანსიენის" მწვრთნელი: "ჯაბას გარეშე ჩვენმა თამაშმა ბალანსი დაკარგა"

საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში ჯაბა კანკავას "ვალანსიენმა" სტუმრად ლიგა 1-ის ბინადარი "რეიმსი" 4:3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ჯაბამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, რომლის ღირსებას 2015-2017 წლებში იცავდა, შესანიშნავად ითამაშა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე გეგანმა 83-ე წუთზე შეცვალა, როდესაც მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, რადგან "ვალანსიენი" 4:1-ს იგებდა. თუმცა, დარჩენილ დროში ჯაბას გარეშე ორი გოლი გაუშვეს და ბოლოს "რეიმსმა" მეოთხე გოლის გატანის შანსი ვერ გამოიყენა. "ვალანსიენმა" ბეწვის ხიდზე გაიარა და გეგანმა ნამატჩევს კანკავას შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ჯაბას გაყვანამ ჩვენს თამაშში დისბალანსი გამოიწვია, მაგრამ ყვითელი ბარათის მისი შენარჩუნებაც მნიშვნელოვანი იყო, რათა "ტრუასთან" შეხვედრაში დანამდვილებით ჩვენს განკარგულებაში ყოფილიყო", - თქვა გეგანმა.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა საფრანგეთში ცოტა ხნის დაბრუნდა და "ვალანსიენის" ძირითად შემადგენლობაში ფეხი უმალ მოიკიდა. მეტიც, ის გუნდისთვის შეუცვლელ წევრად იქცა და უკვე მოასწორ 5 მატჩის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ახალ გუნდში ერთი თვის გადასულიც არ არის.

0.114628