სხვა

13:54 | 9.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ქუთათელაძე: "ყველაფერი კარგად არის, მადლობა მხარდაჭერისთვის"

UFC-ს ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე 13 მარტს დაგეგმილ ორთაბრძოლას ვეღარ ჩაატარებს. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბრძოლის გაუქმების თაობაზე ინფორმაცია დაადასტურა. მიზეზი კი მუხლის ტრავმაა, რომელზედაც ოპერაცია გაიკეთა.

„გამარჯობა ჩემო მეგობრებო. ახლახანს გავიკეთე მუხლზე ოპერაცია. ყველაფერი კარგად არის. ცოტას დავისვენებ და შემდგომ დავუბრუნდები ვარჯიშს. ვიმედოვნებ, რომ მალე მოვახერხებ ბრძოლას. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის“, - თქვა გურამმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მებრძოლს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დებიუტი გასულ წელს ჰქონდა და პოლონელი გამროტი დაამარცხა. MMA-ში კი 14 ორთაბრძოლიდან 12 მოგება და 2 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11526