„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, ჟურნალისტებს უთხრა თუ რომელი პოზიციების გაძლიერება მართებს მის კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.
„ველი, რომ კლუბში ახალი ცენტრალური მცველი გამოჩნდება. აუცილებელია მეკარეებისთვისაც ყურდღების მიქცევა. საინტერესო იქნებოდა ახალი მარჯვენა გარემარბისა და ცენტრალური თავდამსხმელის ხილვა. ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ წარმოაჩენს თავს სეზონის ბოლომდე მეისონ გრინვუდი.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Goal.com.
„მანჩესტერი“ მიმდინარე პრემიელიგის ცხრილში 23 ტურის შემდეგ 45 ქულით მეორე ადგილზეა.