ესპანური პრიმერას 22-ე ტურში „ატლეტიკომ“ „სელტას“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. მასპინძელთაგან დუბლი მიითვალა ლუის სუარესმა. ურუგვაელს „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში პრიმერას პირველ 17 შეხვედრაში 16 გოლი მოუგროვდა და 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც სადებიუტო სეზონში ამ რაოდენობის მატჩებში ამდენი ბურთი გაიტანა.
მანამდე ეს რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა, როცა 2009-10 წლების სეზონში „რეალის“ მაისურით პირველ 17 მატჩი 15-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ურუგვაელი „ბარსელონადამ“ „ატლეტიკოში“ 2020 წლის სექტემბერში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.