ფეხბურთი

10:49 | 9.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი პსჟ-ის ფორმაში

ფრანგული France Football-ის ახალი ნომრის ყდაზე „ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორმაშია გამოსახული.

არგენტინელის კონტრაქტს კატალონიურ კლუბთან ვადა 2021 წლის ივნისში გასდის. ფიფას სატრანსფერო რეგლამენტის თანახმად, თუ ფეხბურთელს ხელშეკრულების ამოწურვამდე ნახევარი წელი რჩება, მას უფლება აქვს სხვა კლუბებთან აწარმოოს მოლაპარაკება.

შეგახსენებთ, რომ მედიაში მესის კონტრაქტის ფინანსურმა წვრილმანებმა გაჟონა, რითიც არგენტინელი ერთობ უკმაყოფილო დარჩა. დიდი ალბათობით, ზაფხულში ის „ბარსელონას“ დატოვებს. პსჟ-ის გარდა, მისით „მანჩესტერ სიტია“ დაინტერესებული.

0.119449