კალათბურთი

2:11 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 17 ქულამ და 6 ჩაჭრამ "ტენერიფე" ვერ გადაარჩინა

ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურში გიორგი შერმადინს „ბასკონიასთან“ ნაყოფიერი თამაში ჰქონდა, მაგრამ „ტენერიფე“ შინ მაინც დამარცხდა, თანაც დრამატულად 79:81. ბოლო ორი ქულა საკუთარ გუნდს სწორედ შერმადინმა შესძინა, როცა ანგარიში გაათანაბრა (79:79), მაგრამ გადამწყვეტი ორი ქულა სტუმრებმა მოიპოვეს და იმარჯვეს.

შერმადინმა 31:36 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა. მან 10-დან 5 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 გამოდგა და ამაზე გავლენა შეტევაში დაშვებულმა შეცდომებმა იქონია. მიუხედავად ამისა, თავისი გუნდის რიგებში გიორგი მაინც საუკეთესო გახლდათ.

„ტენერიფეს“ 17 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა, რადგან „ბასკონია“ წამოეწია. მომდევნო ტურში შერმადინი და მისი თანაგუნდელები „ობრადოიროს“ სტუმრად 28 თებერვალს დაუპირისპირდებიან.

0.108399