„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა პოლ პოგბას მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „წითელ ეშმაკებში“ ადგილი გარანტირებული არავის აქვს.
„აქ აბონიმენტის მსგავსად გუნდში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გეგმები იგივეა, მაგრამ აშკარაა, რომ პანდემიამ სატრანსფერო ბაზარიც შეცვალა, ისევე როგორც სამყარო და გავლენას ახდენს იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, - თქვა სულშერმა.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. რამდენიმე თვის წინ მისი გუნდიდან წასვლა თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ფრანგი კარგად ათამაშდა და შესაძლოა ინგლისში დარჩეს.