ფეხბურთი

1:14 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: "ვწუხვარ, რომ ფინიშამდე 20 წელი არ დარჩა"

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ 5 თებერვალს 36 წლის გახდა. დღის ბოლოს ვეტერანმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მილოცვებისთვის მადლობა გადაუხადა.

„36 წელი, დაუჯერებელია! იგრძნობა, რომ ყველაფერი გუშინ დაიწყო, მაგრამ ეს მოგზაურობა უკვე სავსეა თავგადასავლებით და ისტორიებით, რომელთა დამახსოვრება შეიძლება. ჩემი პირველი ბურთი, პირველი გუნდი, პირველი გოლი... დრო გადის.

მადეირადან ლისაბონში, ლისაბონიდან მანჩესტერში, მანჩესტერიდან მადრიდში, მადრიდიდან ტურინში, მაგრამ პირველ რიგში გულის სიღრმედან სამყაროში. ყველაფერი მივეცი, რაც შემეძლო, თავს არასდროს ვზოგავდი და ყოველთვის ვცდილობდი ჩემი საუკეთესო ვერსია წარმომეჩინა. ამის სანაცვლოდ თქვენ მომეცით სიყვარული და აღფრთოვანება, თქვენი უპირობო მხარდაჭერა. ამისთვის კი ვერასდროს შევძლებ თქვენთვის მადლობის გადახდას, თქვენს გარეშე არაფერი შემეძლო. ჩემს 36-ე დაბადების დღეს და პროფესიონალური კარიერის მე-20 წელს ვზეიმობ, მაგრამ ვწუხვარ, რომ არ შემიძლია კიდევ 20 წელიწადი დაგპირდეთ. თუმცა, რასაც გპირდებით, ის არის, რომ სანამ თამაშს გავაგრძელებ, თქვენ არასდროს მიიღებთ ჩემგან 100%-ზე ნაკლებს.

კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და დღის განმავლობაში თბილისი მესიჯებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩემს გულში ყველას განსაკუთრებული ადგილი უკავია“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტინუ რონალდუს „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი. ის და მისი გუნდი 6 თებერვალს, „რომას“ დაუპირისპირდებიან.

0.102802