4-11 თებერვალს ყატარში ფიფას მსოფლიოს მე-17 საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება. ეს ტურნირი 2020 წლის დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონაპამდემიის გამო ყველა კონფედერაციის წარმომადგენლებმა ამ დროისთვის ჩემპიონის გამოვლენა ვერ მოასწრეს, ამიტომ შეჯიბრი თებერვლისთვის გადაიტანეს.
მონაწილეთაგან აშკარა ფავორიტი ცხადია, შარშანდელი უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, მიუნხენის „ბაიერნია. ბავარიელები ამ ტიტულის მეორედ მოგებას შეეცდებიან (პირველად 2013 წელს). მაშინ მიუნხენელებმა ფინალში მაროკოული „რაჯა კასაბლანკა“ დაამარცხეს 2:0. იმ გუნდიდან დღეს შემადგენლობაში ოთხნი დარჩნენ: ოლვერ ნოიერი, დავიდ ალაბა, ჟერომ ბოატენგი და ტომას მიულერი.
ბავარიელები წლის განმავლობაში მეექვსე ტიტულის მოგებას შეეცდებიან. დანარჩენი ხუთი -გერმანიის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი, ქვეყნის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი გახლავთ.
ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტები ბავარიელთა კაპიტანს, მანუელ ნოიერს ესაუბრნენ.
ფიფა: ჰერ ნოიერ, როგორი განწყობით ელით ყატარულ ტურნირს?
ნოიერი: მოუთმენლად ველი. იმიტომ, რომ მისი მოგების გემო უკვე შეგრძნებული გვაქვს და გვინდა ისევ გავიმარჯვით. მაშინ ეს შობის წინ მოხდა, რაც წლის წარმატებით დამთავრების შესანიშნავი საშუალება იყო.
ახლა შანსი გვაქვს ყატარში ორი მატჩი ვითამაშოით და ჯამში მეექვსე ჯილდო მოვიპოვოთ.
ფიფა: როგორი მოგონებები დაგრჩათ 2013 წლის ტურნირიდან?
ნოიერი: ძალიან პოზიტიური, რადგან მაშინ გავიმარჯვეთ. ადვილი თამაშები არ ყოფილა. ბევრი ოფლისღვრა დაგვჭირდა, განსაკუთრებით ფინალში. მოგების შემდეგ კი რაღაც განსაკუთრებულად მხიარულად ვგრძნობდით თავს.
ფიფა: 2020 წელს ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგეთ კარიერაში. მანამდე იყო 2013. შარშანდელი გამორჩეული გახლდათ?
ნოიერი: ეს სიზმარივით იყო. შესანიშნავი ამბები გადავიტანეთ გუნდურად ლისაბონში. განსაკუთრებით ჩემთვის გახლდათ დასამახსოვრებელი, 34 წლის მეკარისთვის. საერთოდ მეკარე დიდადაა დამოკიდებული პარტნიორებზე და მწვრთნელებზე.
ერთად ყველაფერი შევძელით, რისთვისაც დიდად ვემადლიერები ჩემს თანაგუნდელებს. შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედაც დამასახელეს.
ფიფა: 8 თებერვალს ტურნირის ნახევარფინალში ყატარულ „ალ დუჰაილს“ ან ეგვიპტურ „ალ აჰლის“ შეხვდებით...
ნოიერი: ახლა ჯერ ბუნდესლიგაზე ვართ კონცენტრირებულნი. მაგ დროისთვის კი მზად ვიქნებით. ვიცით, რომ „ალ აჰლი“ აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. „ალ დუჰალი“ მასპინძელი ქვეყნის გუნდი. სერთოდ, რთულია ისეთ მოწინააღმდეგეებთან თამაში, რომლებსაც კარგად არ იცნობ.
ფიფა: მატჩები იმ სტადიონებზე გაიმართება, რომლებზეც 2022 წლის მუნდიალის შეხვედრები. ეს რამეს ნიშნავს?
ნოიერი: ჩვენ საშუალება გვექნება მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონებს ადრევე გავეცნოთ და გამოცდილება შემდეგ ნაკრების წევრებს გავუზიაროთ. ვიმედოვნებ, ეს შეგრძნებები დადებითი იქნება.
ფიფა: საერთოდ რა იცით ყატარის შესახებ? „ბაიერნმა“ ადრე იქ რამდენიმე შეკრება გაიარა.
ნოიერი: პირობები და მოედნები კარგია, ხოლო სასტუმროს და საწვრთნელ კომპლექსს შორის მანძილი დიდი არ არის. ეს ყველაფერი გეხმარება აქცენტი მხოლოდ ფეხბურთზე გააკეთო.