ყაზანის „რუბინის“ სამხრეთ კორეელმა შემტევმა ჰვან ინ ბომმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. აზიელმა ფეხბურთელმა რუსულ მედიასთან თქვა, რომ ხვიჩას დიდი პერსპექტივა აქვს და სუპერმოთამაშე აუცილებლად გახდება.
„არ ვფიქრობ, რომ რუსეთში საუკეთესო ვარ. დიახ, პრემიერლიგაში არ არის იმდენი უმაღლესი ტექნიკის მქონე მოთამაშე, როგორც MLS-ში, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ ტექნიკა არ არის, არამედ ფიზიკაც და ინტელექტიც. უბრალოდ, ოდნავ განსხვავებული სტილი მაქვს რუსი ფეხბურთელების უმეტესობის სათამაშო სტილისგან. ამავე დროს პრემიერლიგაშიც არიან ფეხბურთელები, რომელთა უნარებიც დამამახსოვრდა. ეს არის ვლაშიჩი, „ზენიტის“ ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც ბურთთან კარგად მუშაობენ. „კრასნოდარის“ მოთამაშეები, რომელიც ჩემთვის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ძალიან მომწონს ეს კლუბი, რადგან ლამაზ და ნათელ ფეხბურთს აჩვენებს.
რა თქმა უნდა, ჩემს თანაგუნდელებსაც დავასახელებ. დარკო იევტიჩი, შატოვი, კვარაც. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დარწმუნებული ვარ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი გაიზრდება. აქამდეც ვთქვი, რომ კვარას შესანიშნავი პერსპექტივა აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომ, მასზე არ ვნერვიულობ. მწვრთნელი ეუბნება როდის უნდა შეელიოს ბურთს და როდის უნდა გააკეთოს პასი. კვარა სუპერმოთამაშე ნამდვილად გახდება“, - თქვა ინ ბომმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო მიმდინარე სეზონში 16 მატჩში თავი 2 გოლით, 2 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.