ფეხბურთი

16:40 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამხანაგური მატჩი 2 ივნისს: საქართველოს ნაკრებს ძლიერი სპარინგ მეტოქე ჰყავს

საქართელოს ეროვნული ნაკრების რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, ეს უკვე გადაწყვეტილია და თამაში 2021 წლის 2 ივნისს გაიმართება.

მატჩი რუმინეთში ჩატარდება, მაგრამ მასპინძელი ქალაქი და დაწყების ზუსტი დრო მოგვიანებით დაზუსტდება. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ ფანჯარაში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისგან თავისუფალია და სპარინგიც ამიტომ დაიგეგმა.

საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან ისტორიაში 7-ჯერ უთამაშია და ძალზე უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 ფრე და 6 წაგება. ბოლოს ეს გუნდები 2016 წლის 3 ივნისს სპარინგში ბუქარესტში შეხვდნენ და ვლახებმა 5:1 იმარჯვეს.

მანამდე საქართველო მუნდიალის შესარჩევ ციკლში სამ მატჩს გამართავს და შვედეთს (25 მარტი), ესპანეთს (28 მარტი) და საბერძნეთს (31 მარტი) დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118642