საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე ევროპაში დაბრუნდა და „ბორაცის“ რიგებში ითამაშებს. როგორც სერბული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 28 წლის კალათბურთელთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
„ბორაცი“ ადრიატიკის ლიგაში თამაშობს და არაა გამორიცხული სანაძის დებიუტი მიმდინარე კვირაში შედგეს.
დუდა ბოლოს მცირე ხნით ყატარის „ალ ხორში“ თამაშობდა, რომლის მაისურით საშუალოდ 24.1 ქულას, 5.5 მოხსნას და 3.6 პასს აგროვებდა.
ქართველ კალათბურთელს სხვადასხვა პერიოდში „დინამო თბილისში“, „რუსთავში“, „ბათუმში“, „პრიმორსკაში“, „პისტოიაში“, „გიპუზკოაში“, „რადომში“, „ფუენლაბრადასა „და „ოლივეირენსეში“ უთამაშია.