ფეხბურთი

19:14 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა შესაძლოა 2022 წლის მუნდიალზე ვერ ითამაშოს

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა შესაძლოა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მიიღოს. სენსაციურ ინფორმაციას გაზეთი The Sun-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ახალ ანტიკოვიდურ ზომებს იღებს, რომლის მიხედვით ყველა ადამიანი, ვინც ქვეყანაში ჩავა, ვალდებულია 10 დღის განამვლობაში კარანტინი სასტუმროში გაიაროს, მათ შორის პროფესიონალი სპორტსმენებიც. ინიციატივა პარლამენტის წევრმა და ლეიბორისტული პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა სერ კირ სტარმერმა წამოაყენა.

ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, თუ სპორტსმენებმა 10 დღე კარანტინში უნდა გაატარონ, ინგლისში სათამაშოდ ჩასვლას ვერავინ შეძლებს და ინგლისის ნაკრებს პოლონეთთან, სან მარინოსთან და ალბანეთთან საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს სამ შეხვედრაში ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვლება და შემდეგ ტურნირიდანაც მოიხსნება, რაც ნიშნავს, რომ ფინალური ეტაპის საგზურს ვერ მოიპოვებს.

სხვათა შორის, თუ ეს რეგულაცია ძალაში შევიდა, საფრთხე არა მარტო მუნდიალზე ინგლისელთა ვერგასვლას, არამედ ინგლისელების მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე, ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე და სხვა სპორტის სახეობებში, მათ შორის, ექვსი ერში და ფორმულა 1-ში დაემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117096