ესპანეთის ლიგა ენდესას 22-ე ტურში „სან პაბლო ბურგოსმა“ სტურმად „მანრესა“ 101:87 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რომელშიც დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა თად მაკფადენმა შეიტანა.
ამერიკელმა კალათბურთელმა 20:39 წუთში 22 ქულა და 3 პასი მიითვალა. თადმა 6-დან 3 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის მეორე მაჩვენებელი იყო.
„სან პაბლო ბურგოსს“ 15 გამარჯვების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.