ფეხბურთი

11:33 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოსტაკურტა: "დონარუმა ნოიერის დონეზეა და მსოფლიოში საუკეთესოა"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ განაცხადა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. „ბილის“ აზრით, „მილანის“ კარის დარაჯი მანუელ ნოიერის დონეზე იმყოფება.

„არის თუ არა დონარუმა მსოფლიოში საუკეთესო? აბსოლუტურად. ის ნოიერის დონეზეა“, - განაცხადა კოსტაკურტამ Sky Sport-ის სტუდიაში.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჯანლუიჯი დონარუმამ სერია A-ში 19 მატჩი ჩაატარა და 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

0.112564