ესპანურმა „ვალენსიამ“ იტალიელი თავდამსხმელი პატრიკ კლუივერტი დაიმატა. 23 წლის ფეხბურთელი „ღამურებს“ ინგლისური „ვულვერჰემპტონიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.
პატრიკ კუტრონეს საფეხბურთო კარიერა „მილანში“ დაიწყო, რომლის მაისურით მეტ-ნაკლებად თავი გამოიჩინა და შემდეგ ინგლისში გადაბარგდა, თუმცა „ვულვზში“ მან ფეხი ვერ მოიკიდა და შარშან „ფიორენტინაში“ გაანათხოვრეს.
კუტრონემ ვერც ფლორენციელთა მოლოდინი გაამართლა და ცოტა ხნის წინ ინგლისში დაბრუნდა, თუმცა, ისევ იჯარით მოუწია გუნდის შეცვლა. მიმდინარე სეზონში კუტრონემ 17 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და მხოლოდ 1 საგოლე პასი მიითვალა.