საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ ყატარული „ალ ხორი“ დატოვა. როგორც Sportlando იტყობინება, 28 წლის ქართველი ევროპაში ბრუნდება.
სანაძე „ალ ხორს“ რამდენიმე თვის წინ შეუერთდა და გუნდის ლიდერად უმალვე იქცა. დუდა ყატარის ჩემპიონატში საშუალოდ 24.1 ქულას, 5.5 მოხსნას და 3.6 პასს აგროვებდა.
ქართველ კალათბურთელს სხვადასხვა პერიოდში „დდინამო თბილისში“, „რუსთავში“, „ბათუმში“, „პრიმორსკაში“, „პისტოიაში“, „გიპუზკოაში“, „რადომში“, „ფუენლაბრადასა „და „ოლივეირენსეში“ უთამაშია.