ფეხბურთი

1:48 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ვერატი კორონავირუსის გამო გამოაკლდა

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველ მარკო ვერატის კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

ვერატის ვირუსი უსიმპტომოდ აღენიშნება და თვითიზოლაციში იმყოფება, სადაც იქამდე დარჩება, სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდება.

შედეგად, იტალიელი ნახევარმცველი პსჟ-ს გარკვეული პერიოდით ვერ დაეხმარება. პარიზელთა რიგებში იმედოვნებენ, რომ ვერატი კორონავირუსს თებერვლის შუა რიცხვებისთვის დაამარცხებს, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113819