ფეხბურთი

17:18 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "იბრაჰიმოვიჩი რისისტი არ არის, ეს საკითხი აქ დავხუროთ"

იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა, რომელმაც იტალიის თასზე „ინტერის“ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუსთან იჩუხუბა.

პიოლის განცხადებით, ზლატანი რასისტი არ არის და ამ ამბავის წერტილი უნდა დაესვას.

„იბრაჰიმოვიჩისთვს განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს. რაც მოხდა, კარგი არ არის, არ ვამართლებ, მაგრამ მოედანზე ასეთები ხდება. იბრა, რა თქმა უნდა, რასისტი არ არის და მოდით ამ ამბავს წერტილი აქ დავუსვათ“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუსა და იბრაჰიმოვიჩს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც ორივე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მეორე ტაიმში შვედი მეორედ გააფრთხილეს და შესაბამისად, გააძევეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112592