ფეხბურთი

15:37 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი: "რუუდმა კრიშტიანუს უთხრა, რომ მისი ადგილი ცირკში იყო და არა მოედანზე"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა რიო ფერდინანდმა კრიშტიანუ რონალდუსა და რუუდ ვან ნისტელროის ამბავი გაიხსენა, რომელიც წლების წინ „წითელი ეშმაკების“ ერთ-ერთ ვარჯიშზე მოხდა.

„რუუდი იმ დროს „იუნაიტედის“ კაცი იყო. ის იყო, ვინც ყველა გოლს იტანდა. ვარჯიში გვქონდა და რონალდუ რამდენიმე ტრიუკის გაკეთებას ცდილობდა, რუუდი საჯარიმოში მოძრაობდა. კრიშტიანუმ მას პასი არ მისცა და რუუდი გაგიჟდა: „ის ცირკში უნდა იყოს და არა მოედანზე“, - ყვიროდა ვან ნისტელროი და რონალდუ შოკში ჩააგდო. იმ დროს 18 ან 19 წლის იყო, ზოგიერთი მის ადგილს რწმენას დაკარგავდა, მაგრამ რონალდუმ იცოდა, რომ რუუდი შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო და იმ მომენტიდან მხოლოდ სტატისტიკას და გოლებს უყურებდა. ჩვენ მას ვეუბნებოდით, რომ შენ არ ხარ „იუნაიტედის“ 7 ნომერი, ჯორჯ ბესტი და დევიდ ბექჰემი არიან.

მენტალიტეტის მხრივ მე არ ვიცნობ უფრო ძლიერ და მტკიცე მოთამაშეს, რომელთანაც მითამაშია. ის ვარჯიშებზე გოლების გატანით იყო შეპყრობილი. ის ჩვენთან ბავშვი მოვიდა და წავიდა, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი“, - თქვა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2003-20009 წლებში იცავდა და სწორედ იმ პერიოდში იყო რიო ფერდინანდის თანაგუნდელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1134