ფეხბურთი

17:42 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ კოვიდრეგულაცია დაარღვია და ჯარიმა ემუქრება

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ კოვიდრეგულაცია დაარღვია და ფინანსური სასჯელი ელოდება. პორტუგალიელს კლუბში თავისუფალი დღე ჰქონდა აღებული და თავისი შეყვარებულის ჯორჯინა როდრიგესის დაბადების დღე იუბილართან ერთად ვალე დ’აოსტაში აღნიშნა.

თუმცა, ისე გამოვიდა, რომ რეგულაცია დაარღვია. იტალიაში ამ დღეებში ე.წ ნარინჯისფერი ზონიდან, რომელსაც ამჟამად პიემონტის რეგიონი წარმოადგენს, სხვა რეგიონში წასვლა აკრძალულია, თუმცა, რონალდუ და მისმა შეყვარებულმა ეს რეგულაცია დაარღვიეს და ვალე დ’აოსტას რეგიონში კურმარიოში საგუნდაოდ წასვლა არჩიეს.

რონალდუმ რეგულაცია რომ დაარღვია ამის მტკიცებულებად ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს, რომელიც სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა, მაგრამ მოგვიანებით წაშალა.

სავარაუდოდ, კრიშტიანუს 400 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, რადგან ეს ფინანსური სასჯელია გათვალისწინებული იმ რეგულაციაზე, რაც მან დაარღვია. შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ გუშინ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სპალი“ 4:0 დაამარცხა, მაგრამ რონალდუს კლუბმა დასვენების უფლება მისცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117673