მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა თორნიკე შენგელია უარყო რუსული მედიისა და Euroshoops-ის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან ვარჯიშზე მაიკ ჯეიმსთან იჩხუბა. თორნიკემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანაგუნდელთან არასდროს უჩხუბია და გავრცელებული ცნობა, ტყუილია.
„ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით, ვიბრძოდით და ბოლომდე გვჯეროდა, რომ დადებით შედეგს მივაღწევდით, საბოლოოდ კი „ალბას“ დამარცხება მოვახერხეთ. მეორეს მხრივ, მე იძლებული ვარ კომენტარი გავაკეთო გავრცელებულ ჭორებზე და ეს სამწუხაროა. თუმცა, მინდა ტვირთვი ჩამოვიშორო. თუ თქვენ მედია პლატფორმა გაქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჭორი გაიმეოროთ და ყველაფერი გაავრცელოთ.
ჩემთვის სასიამოვნო არ არის ჩემს შესახებ ასეთი ინფორმაციის წაკითხვა, რომელიც სიმართლე არ არის. ცხოვრებაში თანაგუნდელთან არასდროს მიჩხუბია. ამიტომ, მეგობრულ რჩევას მოგცემთ - ინფორმაცია გადაამოწმეთ. ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნებით და კონკრეტული სახელების დასახელებით, თქვენ გავლენას ახდენთ ამ ადამიანების რეპუტაციაზეა. არანაირად არ მსურს უპატივცემულობის გამოხატვა, ამაზე არც კი მიფიქრია, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში ორმხრივი მოძრაობა უნდა არსებობდეს“, - დაწერა შენგელიამ.
აქვე გეტყვით, რომ კონფლიქტი თვითონ მაიკ ჯეიმსმაც უარყო. მოგეხსენებათ, ამერიკელი კალათბურთელი ცსკა-ში აღარ ვარჯიშობს, რადგან რუსული გუნდის ოფიციალური განცხადებით, 22 იანვარს, „ფენერბახჩესთან“ მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ დმიტრი იტუდისთან კონფლიქტი მოუვიდა. დიდი შანსია, რომ ჯეიმსმა ცსკა დატოვოს, საბოლოო გადაწყვეტილებას ალბათ, მიმდინარე კვირაში მიიღებენ.