კალათბურთი

10:17 | 28.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: გოგა ბითაძემ ითამაშა - „ინდიანა პეისერსმა“ მოიგო

NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „შარლოტ ჰორნეტსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 10-ქულიანი სხვაობით 116:106 დაამარცხა.

ნეიტ ბიორკგრენმა აღნიშნულ შეხვედრაში ქართველ კალათბურთელს სათამაშოდ არასრული 11 წუთი მისცა, რა დროშიც გოგამ 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. ბითაძემ 4-დან 1 ორქულიანის ჩაგდება მოახერხა, სამქულიანი და საჯარიმო კი არ უსვრია.

ყველაზე მეტი ქულა კი „პეისერსის“ კალათბურთელმა დუკ მაკდერმოტმა ჩააგდო. ამერიკელმა 28 წუთში 28 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. კარგი შეხვედრა ჩაატარა დომანტას საბონისმა, რომელმაც 37 წუთში 22 ქულით, 11 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლი შეასრულა. „შარლოტ ჰორნეტსიდან“ კი 20 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით ტერი როზე გამოირჩა.

„ინდიანას“ ამ გამარჯვების შემდგომ 11 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 იანვარს, კვლავ „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.114171