„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი პოლ პოგბა ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რომელუ ლუკაკუს ინციდენტს გამოეხმაურა. შვედ ფეხბურთელს მომხდარის შემდეგ რასიზმში ადანაშაულებენ, თუმცა ყოფილმა თანაგუნდელმა ის დაიცვა.
„ზლატანი რასისტი? მას ძალიან ვუყვარვარ, შესაბამისად, ის უკანასკნელი ადამიანია, ვიზეც ვიფიქრებ, რომ რასისტია. მოდით, ამაზე ნუ ვიხუმრებთ“, - დაწერა პოგბამ სოციალურ ქსელში.
აქვე გეტყვით, პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და რომელუ ლუკაკუსთან ერთადაც უთამაშია.