ფეხბურთი

18:17 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" შესაძლოა სეზონის ბოლოს ჰანსი ფლიკმა დატოვოს

მიუნხენის „ბაიერნი“ შესაძლოა ზაფხულში მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა დატოვოს. Bild-ის ინფორმაციით, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ფლიკი მიუნხენურ გიგანტში მომდევნო სეზონშიც გააგრძელებს მუშაობს.

„ბაიერნის“ გამგეობის თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე პოსტს ზაფხულში დატოვებს და სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც ფლიკის მთავარი მხარდამჭერია. ჰანსი სწორედ რუმენიგეს ეკონტაქტება ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად.

გარდა ამისა,ფლიკს პრობლემები აქვს კლუბის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩთან. სამწვრთნელო შტაბი უკმაყოფილოა გუნდის სატრანსფერო პოლიტიკით და მიიჩნევს, რომ შემადგენლობა შარშანდელთან შედარებით უფრო სუსტია. თავის მხრივ, ბოსნიელი მიიჩნევს, რომ მწვრთნელის ამოცანაა ახალ ფეხბურთელებთან სათანადო მუშაობა, რათა მათ „ბაიერნის“ მოთხოვნილ დონეს მიაღწიონ.

სხვათა შორის, არ არის გამორიცხული ფლიკმა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბაროს და იოაჰიმ ლიოვი შეცვალოს. ჰანსი ფლიკმა „ბაიერნი“ 2019 წლის შემოდგომაზე დროებით ჩაიბარა, მაგრამ იმდენად მაგრად აათამაშა, რომ სულ მალე 2023 წლამდე სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმეს. მისი ხელმძღვანელობით „ბაიერნმა“ გასულ სეზონში ტრიპლეტი ისტორიაში მეორედ შეასრულა.

0.117185