ფეხბურთი

10:57 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი "ჩელსის" დაემშვიდობა: "ჩემთვის ეს უდიდესი პრივილეგია და პატივი იყო"

ინგლისელი სპეციალისტი ფრენკ ლამპარდი ლონდონის "ჩელსის" დაემშვიდობა. 42 წლის მწვრთნელის განცხადებით, მისთვის დიდი პრივილეგია და პატივი იყო ამ გუნდის მწვრთნელობა და მომავალში წარმატებები უსურვა.

„უდიდესი პრივილეგია და პატივი იყო „ჩელსის“ ხელმძღვანელობა, კლუბის, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს საოცარი მხარდაჭერისთვის, რომელიც ბოლო 18 თვის განმავლობაში მაგრძნობინეს. იმედია, იციან, რას ნიშნავს ეს ჩემთვის.

როდესაც ამ სამსახურს დავთანხმდი, ვიცოდი რა გამოწვევები მელობა კლუბისთვის რთულ პერიოდში. ვამაყობ იმ შედეგებით, რასაც მივაღწიეთ და ამაყი ვარ, იმ ფეხბურთელებით, რომლებიც აკადემიიდან პირველ გუნდში დავაწინაურე და თავი კარგად წარმოაჩინეს. ისინი გუნდის მომავალი არიან.

იმედგაცრუებული ვარ, რომ აღარ მქონდა დრო ამ სეზონში კლუბის წინ წასაწევად და უფრო მაღალ ეტაპზე ასაყვანად. მინდა მადლობა გადავუხადო აბრამოვიჩს, ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და კლუბის ყველა თანამაშრომელბს გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის, განსაკუთრებითამ უპრეცედენტო და მომთხოვნ პერიოდში. გუნდს და კლუბს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა ლამპარდმა.

შეგახსენებთ, რომ ლამპარდი „არისტოკრატებს“ 2019 წლის ივლისიდან ავარჯიშებდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში კლუბის წარუმატებელმა შედეგებმა მისი გათავისუფლება გამოიწვია. „ჩელსი“ პრემიერლიგაში პირველი წრის შემდეგ 29 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა და განსაკუთრებით ცუდად ბოლო ტურებში ითამაშა - 5 წაგება უკანასკნელ 8 მატჩში.

ფრენკმა „ჩელსის“ 84 მატჩში უხელმძღვანელა (44 მოგება, 17 ფრე და 23 წაგება). მანამდე 42 წლის სპეციალისტს „დერბი ქაუნთიში“ მუშაობის გამოცდილება ჰქონია. ვინ შეცვლის ინგლისელს „ჩელსიში“ ამ ეტაპზე უცნობია, სახელდება მასიმილიანო ალეგრიც, მაგრამ ფავორიტად ტომას ტუხელი მიიჩნევა, რომელიც დეკემბერში „პარი სენ ჟერმენიდან“ გაათავისუფლეს.

0.118433